პოლიციამ ბადრი ესებუას სახლი გაჩხრიკა

პოლიციამ, „საქართველოს ბანკზე“ სავარაუდო თავდამსხმელის, ბადრი ესებუას სახლი გაჩხრიკა. ამის შესახებ ინფორმაციას, “მთავარი” ავრცელებს და  ბადრი ესებუას ბიძაც ადასტურებს.

ესებუების სახლში, სოფელ გრიგოლიში პოლიციელები გასულ ღამეს იმყოფებოდნენ, თუმცა უცნობია ამოიღეს თუ არა მათ რაიმე ნივთმტკიცება.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი პირი სავარაუდოდ, ბადრი ესებუაა.