პოპულარული პორნოსაიტი მთავარი საგადამხდელო სისტემებიდან გათიშეს

საგადამხდელო სისტემებმა, Mastercard–მა  და  Visa–მ საკუთარი ბარათების პორნოგვერდ Pornhub–ზე გამოყენება აკრძალეს.  ამის შესახებ გამოცემა New York Times წერს, რომლის ჟურნალისტმა მანამდე გაარკვია, რომ ვებგვერდი არასრულწლოვანების მიმართ სასტიკი მოპყრობისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეოებს შეიცავს.

მანამდე ორივე კომპანიამ   MindGeek – თან საკუთარი ფინანსური კავშირების შესწავლა დაიწყო. სწორედ ამ კომპანიის ნაწილია ვებგვერდი  Pornhub.

Mastercard–ის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების პროცესში დადგინდა სტანდარტების დარღვევა, რომლებიც საიტზე უკანონო კონტენტის განთავსებას კრძალავს, რის გამოც კომპანიამ მისი ბარათებით ამ ვებგვერზე თანხის გადახდა აკრძალა.

ყოველწლიურად ვებგვერდზე დაახლოებით 7 მილიონი ვიდეო ვრცელდება. მათ უმეტესობაში მონაწილეობა ნებაყოფლობით ხდება, თუმცა პერიოდულად ვრცელდება ვიდეოები ძალადობის რეალური სცენებით – წერს ჟურნალისტი ნიკოლას კრისტოფი.

მისი თქმით, ვებგვერდზე ნაპოვნია ვიდეოები მოზარდი გოგონების მონაწილეობით, რომლებიც ძალადობის და ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლნი გახდნენ.