პრაქტიკის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ კვირაში ორი დღე იყოს ჩაკეტვები – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კვირაში 2 დღის განმავლობაში “ჩაკეტვები” უნდა იყოს.

“სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ კვირაში ორი დღე იყოს ჩაკეტვები. დარჩება შაბათ -კვირა ისე, როგორც ეს ჩაკეტვების გეგმაშია განსაზღვრული, ხოლო როცა დავაკვირდებით ქვეყნის მასშტაბით დადებითობას, შეიძლება მოვუბრუნდეთ ამ საკითხს, მივიღოთ გადაწყვეტილება, იქნება ჩაკეტილი შაბათი-კვირა, თუ კვირის რომელიმე სხვა დღე. ეპიდვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ 7-დღიდან, ორ დღეს მობილობა იყოს დავარდნილი, სწორედ ამას ემსახურება შაბათ-კვირის ჩაკეტვები”,– განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ბიზნესი თანამშრომლობისთვის მზადაა.