პროვოკაციების პასუხად ლიდერის დაკავება კრიზისიდან გამოსავალი არაა – მიკსერი და კალიურანდი

ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი სვენ მიქსერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან.

მათი თქმით, ენმ–ს ოფისის დარბევა და ნიკა მელიას დაკავება კრიზისიდან გამოსავალი არ არის.

“მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და საქართველოს მთავრობას, ისევე როგორც ოპოზიციურ ჯგუფებს, დაუყოვნებლივ გადადგით საჭირო ნაბიჯები პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისთვის, იმისთვის რომ პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს, რომელიც კიდევ უფრო გაუარესდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დაკავების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ოპოზიციის ნაწილის არაკონსტრუქციულ და პროვოკაციულ ტაქტიკას, პროვოკაციებზე პასუხის გაცემა უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის შტაბის დარბევით და მათი ლიდერის დაპატიმრებით, არანაირად არ არის სასარგებლო და არც კრიზისიდან გამოსავალს იძლევა.

ერთადერთი გზა, რითაც საქართველო ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას შეძლებს ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე არის ის, რომ ყველა მხარემ დაიხიოს უკან, თავი შეიკავონ რიტორიკისგან და ქმედებებისგან რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს და ჩაერთონ დიალოგში. აუცილებელია, რომ ყველამ, ვისაც ძალაუფლება ანდეს, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები პოლიტიკურ მოსაზრებებზე წინ დააყენოს “, — წერია მათ განცხადებაში.