“ან ყარაბაღი შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში, ან აზერბაიჯანი და სომხეთი” – ჟირინოვსკი ყარაბაღის ანექსიის იდეით გამოვიდა

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკის აზრით, მთიანი ყარაბარის კონფლიქტი იქამდე არ მოგვარდება სანამ აღნიშნული ტერიტორია რუსეთის მხარეს არ მოექცევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“უკან რუსეთის შემადგენლობაში. ბაქოს გუბერნია, ერევნის გუბერნია და სტეპანაკერტის რაიონის კრასნოდარის მხარეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება მარადიული ომი და ეს შეიძლება კატასტროფით დასრულდეს თუ ისინი ცეცხლს შეაჩერებენ, ისინი ერთ წელიწადში თავიდან დაიწყებენ. ეს მტრობა რამდენიმე საუკუნე გრძელდება”, – განმარტა ჟირინოვსკიმ.

ვლადიმერ ჟირინოვსკიმ კონფლიქტის მოგვარების 3 გზა წარმოადგინა:

პირველი – მთიანი ყარბაღი რუსეთის შემადგენლობაშ შევიდეს. ( „არავინ დარჩება შეურაცხყოფილი, არც ერევანი და არც ბაქო და … ყველა ბედნიერი იქნება“.

მეორე – სომხეთი და აზერბაიჯანი შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში და მესამე – “სამეფო, მეფე მისცემს ორივეს იარაღს და თავად მორიგდებიან”.

„სხვა ვარიანტი არ არსებობს“ – განაცხადა ჟირინოვსკიმ.