ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა

37 წლის ასაკში ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა. კობა ალხაზაშვილს სწრაფად პროგრესირებადი ავთვისებიანი სიმსივნე ნახევარი წლის წინ დაუდგინდა.

მისი ჯანმრთელობის გაუარესება კორონავირუსის შემდეგომ პერიოდს უკავშირდება.

კორონავირუსის გადატანის შემდეგ, გაჩნდა გაურკვეველი ეტიოლოგიის კეროვანი წარმონაქმნი ფილტვში. კობა ალხაზაშვილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პრესსამსახურის თანამშრომელი იყო, მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში ჟურნალისტად.

რამდენიმე დღის წინ ის სამკურნალოდ თურქეთში, სტამბოლში გაემგზავრა, თუმცა ექიმებმა ჟურნალისტის გადარჩენა ვერ შეძლეს.