“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა:

“რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!!
ჩემი შვილი გათხოვდა
უკვე დიდი ხანია
რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა კი საქვეყნოდ ვამბობ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
ჩემი ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისთვის და განსაკუთრებით იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს გამოუგზავნა. და ამ დიდ ბედნიერებას თაზო ჯახუტაშვილი ქვია.
ულევი სიყვარული და ბედნიერება თქვენ @ნინი ქარსელაძე და@თაზო ჯახუტაშვილი“

ინფორმაცია ნინი ქარსელაძის და თაზო ჯახუტაშვილის ურთიერთობის შესახებ სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა. თუმცა მათი დაქორწინების შესახებ ინფორმაცია აქამდე უცნობი იყო.

მედია წერს, რომ  თაზო ჯახუტაშვილი ერთ-ერთი მილიონერია იმ ქართველი მილიონერების სიიდან, რომლებიც “პანამის დოკუმენტებში“ წერია. დოკუმენტის მიხედვით, ჯახუტაშვილი ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI-ის წილის მფლობელია.