რამოდენიმე კვირაში ყველაფერი მოიხსნება, ერთბაშად მოხსნა შეიცავს რისკებს – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენიგ ცერცვაძე ამბობს, რომ შეზღუდვების ერთბაშად მოხსნა რისკებს შეიცავს.

“რამოდენიმე კვირაში ყველაფერი მოიხსნება, ერთბაშად მოხსნა შეიცავს რისკებს. რაც შეეხება იმას, რომ მოსახლეობის უმეტესობამ გადაიტანა, შეიძლება ჰქონდეთ მათ პოპულაციური იმუნიტეტი და ამიტომ არ იყოს საშიში მოსალოდნელი ინფექციის მატება, ეს ასე არ არის. კი, ბევრმა გადაიტანა, მაგრამ 15%-ს აქვს დაახლოებით გადატანილი. ეს ეგრეთ წოდებული პოპულაციური, ანუ ჯგუფური იმუნიტეტისთვის ცოტაა.”,- უთხრა ცერცვაძემ ფორმულას.