გადაცემა “ნოდარ მელაძის“ შაბათში გასული რეპორტაჟის თანახმად სახელმწიფომ რეჟისორ გოგა ხაინდავას 2020 წლის 13 მარტს სახელმწიფოს მიმართ დავალიანება – 4.616 მილიონი ლარი ჩამოაწერა.
საქართველოს მთავრობის განკარგულება №537–ით გოგა ხაინდრავას აპატიეს დავალიანება, რომელიც სახელმწიფოსთან შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დარიცხული ჯარიმებით დაგროვდა.
2014 წელს თეთრიწყაროს რაიონში გოგა ხაინდრავას მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით ნახევარი მილიონი კვადრატული მიწა 34 937 ლარად გადაეცა. იმ პირობით , რომ იქ ფერმა უნდა აეშენებინა, თუმცა დარღვეული პირობის გამო ჯარიმამ 4 მილიონ ლარს გადააჭარბა.
პირველად ხაინდრავას დავალიანება 2015 წელს 1 ივნისს ღარიბაშვილის ბრძანებით ჩამოაწერეს. განულდა ყველა ჯარიმა, რაც პირობის დარღვევისთვის ხაინდრავას დაეკისრა.
თუმცა, პირობის შეუსრულებლობის გამო ჯარიმები კვლავ დაგროვდა. ვალის ჩამოსაწერად როგორც ტვ პირველი ამბობს ხაინდრავამ პრემიერ ბახტაძესაც მიმართა. თუმცა მისი მოთხოვნა მაშინ არ დაკმაყოფილებულა. გახარიამ კი ხაინდრავას მოთხოვნა ამ წლის 13 მარტს დააკმაყოფილა. მთავრობის განკარგულებაში წერია, რომ ის “მიწათმოქმედთა ერთობის საქმიანობის რიგ ღონისძიებათა თაობაზე“ გამოიცა.
მიწათმოქმედთა ერთოაბ გოგა ხაინდრავას კომპანიაა.
ტვ პირველის ინფორმაციით ვალების ჩამოწერის სანაცვლოდ სახელმწიფოს კუთვნილი ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიიდან ნახევარი უკან დააბრუნებინეს და ახალი ვალდებულებები დააკისრეს. ახალი ვალდებულება კი ამ ტერიტორიაზე 150 კვ. მ. მარნის აშენებაა.
რეპორტაჟის მიხედვით სახელმწიფო ხაინდრავას ქართუ ბანკიდან აღებული აგროსესხის პროცენტსაც უფარავს, თუმცა უცნობია რა პროექტები განხორციელდა ამ სესხით.
ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ჩამოაწერეს ხაინდრავას ვალი, არც პრემიერ მინისტრი პასუხობს და არც ეკონომიკის მინისტრი.
ტვ პირველმა გოგა ხაინდრავას კომენტარის ჩაწერაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. ის ჟურნალისტებს დაუპირისპირდა. ჟურნალისტები არც სახელმწიფოს მიერ მისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე შეუშვეს, სადაც ამჟამად თავდაპირველი პირობის მიხედვით ფერმა უნდა იყოს გაშენებული, ძროხებით, ფუტკრის სკებით და დასაქმებული ხალხით, თუმცა ეს პირობა დღემდე შეუსრულებელია.