რა თქმა უნდა, გირჩიდან უნდა წავიდეს იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი – ხაჩიძე

გირჩის ერთ–ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე ფიქრობს, რომ გირჩი იაგო ხვიჩიამ და ვახო მეგრელიშვილმა უნდა დატოვონ.

“რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ გირჩიდან უნდა წავიდეს, იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და კიდევ ყველა ის ადამიანი, ვინც ამას არ ეთანხმება”,– ამბობს ხაჩიძე.

ის იაგო ხვიჩიას პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ კომენტარსაც ეხმიანება და ამბობს, რომ მსგავსი “უდროო და უზრდელური” განნცხადებები მასაც მობეზრდა.

“ბევრ რამეს ვაკეთებ გირჩისთვის. ბევრჯერ ვყოფილვარ აღშფოთებული იმით, რომ ვიღაცა შეიძლება ამბობდეს სიმართლეს, მაგრამ უდროო დროს, უტაქტოდ, უზრდელად, უადგილოდ და ამაზე მერე თავს ვიმართლებთ ჩვენს მხარდამჭერებთან, შინაურებთან, ახლობლებთან. მეც მომბეზრდა ეს, როგორც მხარდამჭერს”,– აცხადებს გოგა ხაჩიძე.

ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ ის გირჩის ლიდერი რჩება, ხოლო ვინ დარჩება გირჩში, ამას პარტიის მხარდამჭერები გადაწყვეტენ. მან იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ვახო მეგრელიშვილთან პარტიული თანამშრომლობა გაწყვიტა. ჯაფარიძემ გირჩის ჯგუფში დაწერა, რომ მათთან ერთად “გირჩის კეთებას” არ აპირებს.

სანდრო რაქვიაშვილის მტკიცებით, ჯაფარიძემ პარტიის ლიდერებს ულტიმატუმები წამოუყენა.

ვახო მეგრელიშვილის განმარტებით, აზრთა სხვადადასხვაობა პარლამენტში შესვლა–არშესვლას არ ეხება.