რა შეზღუდვებით იმუშავებს სავაჭრო ცენტრები 24 დეკემბრიდან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ დიდ ქალაქებში 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაიცავენ დადგენილ წესებს.

მთავრობა სავაჭრო ცენტრებისთვის დამატებით რეგულაციებს აწესებს:

  1. მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
  2.  მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით.
  3.  ამისთვის მაღაზიების ფართის ყოველ 4 კვადრატულ მეტრზე დაიშვება არაუმეტეს 1 ადამიანისა.
  4.  ფასდაკლებების აქციები ძირითადად უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში, ან ონლაინ გაყიდვების დროს.
  5.  ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.
  6.  მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქტის დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ.
  7.  სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით. ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს დისტანცია და პირბადის მოხმარება.

მთავრობის წევრების განცხადებით, თუ ობიექტები რეგულაციებს დაარღვევენ, ისინი კანონის დაცვით დაისჯებიან.

ნახეთ სრულად, რა შეზღუდვები იხსნება და რჩება 24 დეკემბრიდან.