რა შეზღუდვები იხსნება და რჩება 24 დეკემბრიდან – მთავრობის გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რა შეზღუდები მოიხსნება და რა დარჩება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.

“ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე, ძალაში რჩება საქალაქათაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა. სამწუხაროდ, ვერ გაიხსნება ბაზრობები… იმუშავებენ აგრარული ბაზრობები, ისევე როგორც ფუნქციონირებდნენ 28 დეკემბრის შემდეგ და იმ პირობით, რომ სრულად დაიცავენ უსაფრთხოების წესებს. ზემოთ აღნიშნულ დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება იმ შემთხვევაში თუ ისინი დაიცავენ დადგენილ წესებს”,– თქვა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, დაწესდება დამატებითი რეგულაციები:

  1. მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
  2.  მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით.
  3.  ამისთვის მაღაზიების ფართის ყოველ 4 კვადრატულ მეტრზე დაიშვება არაუმეტეს 1 ადამიანისა.
  4.  ფასდაკლებების აქციები ძირითადად უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში, ან ონლაინ გაყიდვების დროს.
  5.  ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.
  6.  მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქტის დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ.
  7.  სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით. ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს დისტანცია და პირბადის მოხმარება.