რა შემთხვევაში მივა სასწრაფო დახმარება კოვიდინფიცირებულთან. ჯანდაცვის მინისტრმა ინსტრუქცია დაამტკიცა

ჯანდაცვის მინისრმა დაამტკიცა ინსტრუქცია, რომლითაც კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვის წესები ახლებურად განისაზღვრა. ინსტრუქციაში გაწერილია რა შემთხვევაში მივა სასწრაფო დახმარების მაინქანა ადამიანთან, რომელსაც შესაძლოა კორონავირუსის სიმპტომები ქონდეს:

მხოლოდ მაღალი ტემპერატურა და სიმპტომები საკმარისი არაა იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე გავიდეს. აუცილებელია პაციენტი იყოს რისკჯგუფში, ამავდროულად ჰქონდეს 38,8 გრადუსი ან უფრო მაღალი ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ჩივილები.

გამოძახებაზე გასასვლელად აუცილებელია პაციენტს ჰქონდეს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი ან დიარეა. გარდა ამისა, ის უნდა იყოს 65 ან მეტი წლის, ორსული, ახალნამშობიარები (2 კვირა) ან ჰქონდეს თანმხლები ქრონიკული დაავადებები. მათ შორის ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი.

ტემპერატურის ქონა/არქონის მიუხედავად, სასწრაფო პაციენტთან გამოძახებაზე მივა, თუ მას აქვს მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი); დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია); ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე) ან კრუნჩხვა.

გარდა ამისა, ჯგუფი პაციენტთან მიდის, თუ გამოძახება ხდება ქუჩაში/დაწესებულებაში; თუ პაციენტი არის უცხოენოვანი ან თუ პაციენტი არის 5 წლის ან ნაკლები ასაკის მქონე პირი.

ახალი ინსტრუქციით მათ მკურნალობაში, ვისთანაც სასწრაფო დახმარების ჯგუფი არ მიდის,  ოჯახის ექიმი ერთვება.

ყველა შემთხვევა/გამოძახება გადაეცემა ოჯახის ექიმს თუ პაციენტის ტემპერატურა 38,8 გრადუსზე ნაკლებია, იმის მიუხედავად, ის მიეკუთვნება თუ არა რომელიმე რისკჯგუფს და აქვს თუ არა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები.

პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) და აქვს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა;

აქვს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა;

აღენიშნება მხოლოდ ტემპერატურა (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას), არა აქვს გულმკერდის არეში ტკივილი, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ

“როდესაც მოქალაქე ითხოვს მხოლოდ ოჯახის ექიმის კონსულტაციას, აღენიშნება მხოლოდ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ოჯახის ექიმთან არ ხდება შემთხვევის გადამისამართება, თუ მოქალაქეს აღენიშნება გულთან დაკავშირებული პრობლემები, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ.” – წერია ინსტრუქციაში.