რა შუაში იყო აქციები მეორე ტალღისთვის მომზადებასთან? – ბოკერია ოცნების წევრებს

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილს პასუხობს, რომელმაც კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ოპოზიციის აქციებს დაუკავშირა.

ბოკერიას თქმით, ეს სამარცხვინო ბრალდებაა და მსგავსი ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკური დაღია.

“რა შუაში იყო აქციები მეორე ტალღისთვის მომზადებასთან? მაგრამ ეს არის ხელწერა და მე ვიტყოდი, პოლიტიკური დაღი ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის და მისი პოლიტიკური არარაობების და კლოუნების გარემოცვის. ვხედავთ სრულ ქაოსს, რომელსაც, დიახ, ეწირება ადამიანების სიცოცხლე და მთელი ქვეყანა არის უმძიმესი სტრესის მდგომარეობაში”, – ამბობს ბოკერია.

დღეს ქართული ოცნების წევრები კორონავირუსის რეკორდულ მაჩვენებლებს ოპოზიციის აქციებს აბრალებს. მაია ცქიტიშვილს მსგავსად ამაზე ისაუბრა დიმიტრი ხუნდაძემ, ეკატერინე ტიკარაძემ და ლადო კახაძემ. მათი მტკიცებით, შემთხვევების მკვეთრი ზრდა ოპოზიციის მანიფესტაციებმა გამოიწვია.