“რეალური საშიშროებაა, გადავიდეთ უმართავ პროცესებში, როგორც იტალია”- გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მოსახლეობას აძლევს რეკომენდაციას, მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დაიცვან სოციალური დისტანცია და დარჩნენ სახლში. ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი შეიძლება გახდეს უმართავი, როგორც იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში.

“შეიძლება ეს გადავიდეს უმართავ პროცესებში, როგორც მოხდა იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და მრავალ ევროპულ ქვეყანაში, რომლებიც არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურად, გაცილებით ძლიერები ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით, ვიდრე საქართველო. ამის რეალური საშიშროება ქვეყანაში არის. სოციალური დისტანცირება არის ყველაზე უფრო მძლავრი იარაღი ეპიდემიებთან ბრძოლის. უნდა გავიჭირვოთ მინიმუმ ორი თვე და ვიყოთ სახლებში”, – განაცხადა გამყრელიძემ.