რესტორნები ბათუმში 1 მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან გაიხსნება

რესტორნები 1-ელი მარტიდან ბათუმში, ხოლო 8 მარტიდან დანარჩენ საქართველოში გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორსი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ კვირის გარდა, ბათუმში 1-ელი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან. რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციების და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან იქნება მკაცრად გაკონტროლებული.

კონფერენცია და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1-ელი მარტიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.