რიგში მდგომი ამომრჩევლები 8 საათის შემდეგაც შეძლებენ ხმის მიცემას – ცესკო

“რიგში მდგომი ამომრჩევლები 8 საათის შემდეგაც შეძლებენ ხმის მიცემას “- ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ის ამომრჩევლები, რომლებიც 8 საათამდე რიგში იქნებიან, ხმის მიცემას შეძლებენ. უწყების პრესსპიკერის განმარტებით, უბნის დახურვის შემდეგ, რიგში მდგომი ამომრჩევლების მონაცემებს ჩაიწერენ და ამომრჩევლებს შეიყვანენ.

“კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ამომრჩეველი იმყოფება რიგში, 8 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე გამოდის, იწერს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს და ბოლო ამომრჩევლებს, რომლებიც დგანან რიგში, 8 საათის შემდეგაც აქვთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, აღნიშული ამომრჩევლები, რომლებიც იქნებიან რიგში 8 საათისთვის, საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას განახორციელებენ”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.