რობერტ პატინსონს კორონავირუსი დაუდგინდა – “ბეტმენის” გადაღებები შეჩერდა

The Batman-ის ვარსკვლავს, რობერტ პატინსონს, COVID-19 დაუდგინდა რის გამოც ფილმის გადაღებები შეჩერებულია.  გადამღებმა ჯგუფმა მუშაობა მხოლოდ შვიდი კვირის განმავლობაში მოახერხა და ამ დროისთვის ფილმის 30%-ა მზად.

“ფილმ Batman-ის გადამღები ჯგუფის წევრის ტესტი COVID-19-ზე დადებითი აღმოჩნდა. ის იზოლირებულია დადგენილი წესების შესაბამისად. გადაღებები დროებით შეჩერებულია”, – განაცხადეს სტუდიაში.

ფილმის გადაღებები იანვრიდან მიმდინარეობდა ლონდონში და თავდაპირველად შეჩერდა კორონავირუსის პანდემიის გამო. ფილმის პრემიერა 2021 წლის 30 სექტემბერსაა დაგეგმილი.  რეჟისორ მეტ რივზის ფილმში პატინსონი, ზოი კრავიცი, კოლინ ფარელი და სხვები მონაწილეობენ.