“ეკლესია ყოველთვის უჭერს მხარს არსებულ ხელისუფლებას” – მეუფე ანტონი

“როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ვიქნებით მასთან” – განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

“როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ჩვენ ასევე ვიქნებით მასთან. ვისაც კი თბილი დამოკიდებულება ექნება ეკლესიასთან, აუცილებლად გავხდებით მათი მხარდამჭერები. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ჯერ არ მოსულა მთავრობაში და უკვე მტრული დამოკიდებულება აქვთ ეკლესიისადმი. სად მივიდეთ და როგორ მივიდეთ, არავისი შესაკითხი არ გვჭირს” , – აცხადებს  მეუფე ანტონი.