ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავების გამო – აშშ ბელარუსს სანქციებს უწესებს

შეერთებული შტატები სანქციებს აწესებს ბელარუსის 9 სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. სანქციების მიზეზი, Ryanair-ის თვითმფრინავის უკანონოდ დასმა და ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაპატიმრებაა

„მოვლენები განვითარდა ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან რეპრესიების მწვავე ტალღის ფონზე, ბელორუსის ხალხის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისკენ მისწრაფებების წინააღმდეგ. ჩვენ ვიღებთ ამ ზომებს, რათა რეჟიმს დაეკისროს პასუხისმგებლობა თავისი ქმედებებისთვის და, ასევე, წარმოაჩინოს ჩვენი ერთგულება ბელორუსის ხალხის მისწრაფებების მიმართ”, – ნათქვამია ჯენ პსაკის განცხადებაში.

სანქციების აღდგენის შემდეგ, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ მონაწილეობა მიიღონ ამ ორგანიზაციებთან, მათ ქონებასთან ან ქონებრივ ინტერესებთან დაკავშირებულ გარიგებებში.

სასანქციო სიაში მოხვდნენ – Belneftekhim, Naftan, Grodno Azot, Grodno Khimvolokno, Lakokraska და Polotsk Fiberglass.

ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ კიდევ ერთხელ გმობს ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასთან, კორუფციასთან, არჩევნების გაყალბებასთან და 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასთან არის დაკავშირებული.