რუსეთისთვის კარგი დღე იყო – ტრამპი ბაიდენ-პუტინის სამიტზე

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუტინთან შეხვედრის შედეგების გამო გააკრიტიკა ჯო ბაიდენი.

“ვფიქრობ, ეს რუსეთისთვის კარგი დღე იყო. არ მგონია, რომ ჩვენ იქიდან რამე მივიღეთ”,– თქვა ტრამპმა.

მისივე განცხადებით, დანაღვლიანებულია, რადგან ბაიდენმა სამიტზე ვერანაირ გამარჯვებას ვერ მიაღწია, რუსეთი და პუტინი კი ამ დღეს დომინირებდნენ.

ჯენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. გარდა ამისა, მათ ელჩების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.