რუსეთის დუმა სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთის დუმა სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ,  რუსეთის დუმამ, დღევანდელ სხდომაზე, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით დადგენილება და განცხადება მიიღო, რომელშიც რუსი დეპუტატები აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და მზადყოფნას გამოთქვამენ, ვითარების დასარეგულირებლად, შუამავლის როლი შეასრულონ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„სახელმწიფო დუმა აცხადებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, რეგიონში ესკალაციის დაუშვებლობის და ვითარების დარეგულირების მშვიდობიანი უალტერნატივობის შესახებ. სახელმწიფო დუმის დეპუტატები მხარეებს მოუწოდებენ, სწრაფად დაუბრუნდნენ მოლაპარაკებათა პროცესს და მზად არიან, შეასრულონ შუამავლის როლი სიტუაციის დასტაბილურების საკითხში“ , – ნათქვამია განცხადებაში.