რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი აშშ-ში დაბრუნდა

რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი აშშ-ში დაბრუნდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის “თანასწორი და პრაგმატული” ურთიერთობები დამყარდება, რაც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას.

“ორი პრეზიდენტის შეხვედრის შედეგების გათვალისწინებით, მე იმედი მაქვს კონსტრუქციულად ვიმუშავებ ჩემს ამერიკელ კოლეგებთან თანასწორი და პრაგმატული ურთიერთობების დამყარებაზე”,– თქვა ანატოლი ანტონოვმა RIA Novosti-ისთან საუბრისას და დაამატა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 16 ივნისს ჯენევის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ ისინი საკუთარ ელჩებს, რომლებიც გაიწვიეს, უკან დააბრუნებენ.