რუსეთმა უნდა დაარწმუნოს სომხეთი რომ გამოსავალი მხოლოდ ყარაბაღის დატოვებაა – ალიევი

“რუსეთმა უნდა დაარწმუნოს სომხეთი, რომ მათთვის ერთადერთი გამოსავალი არის ყარაბაღის ტერიტორიის დატოვება” -ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მედიასთან საუბრისას გააკეთა.

„არავისთვისაა საიდუმლო, რომ სომხეთი რუსეთზე 100 პროცენტით არის დამოკიდებული. რუსეთი მათ უფასო შეიარაღებით უზრუნველყოფს. მსოფლიოში არ არსებობს მეორე ასეთი შემთხვევა, სადაც ერთი ქვეყანა მეორეზე ასე იყოს დამოკიდებული. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ რუსეთს აქვს ბევრი ინსტრუმენტი, უმოკლეს დროში დაარწმუნოს სომხეთი, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ყარაბაღის ტერიტორიიდან გასვლა, რათა ჩვენი ხალხი იქ დაბრუნდეს“,- განაცხადა ალიევმა.