დაასრულე კომენდანტი! – რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა დაიწყო

რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა უკვე დაიწყო. აქტივისტები,  სამ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ, ვაკის პარკთან, წითელ ბაღსა და თსუ-სთან, საიდანაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და აქციას დაიწყებენ.

“ყველას, ვისაც მიგაჩნიათ, რომ კომენდანტის საათი უნდა დასრულდეს და ღამის საათებში მოგვეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება, გელოდებით შაბათს 20:00 საათზე, ბათუმში, ფარნავაზ მეფის 39-ში, მოძრაობა სირცხვილიას შტაბში.

შეკრებილი ადამიანები “დაუმორჩილებლობის წვეულებით”, კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ დაწესებულ კონტროლს – გადაადგილების შეზღუდვას, რომელსაც პანდემიასთან ბრძოლასთან საერთო არ აქვს და მხოლოდ ამ მთავრობის პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არცერთი კვლევით არ დადასტურებულა მ ხ ო ლ ო დ კომენდანტის საათის გონივრულობა პანდემიასთან ბრძოლაში.
მთელ მსოფლიოში კომენდანტის საათი არის დ რ ო ე ბ ი თ ი ღონისძიება, დროის მოსაგებად, ვირუსთან ბრძოლის მოსამზადებლად, ვაქცინაციის კამპანიის დასაგეგმად.
უკვე ერთი წელია შეზღუდული გვაქვს გადაადგილების უფლება 21:00-ის შემდეგ.
დაუსრულებელი კომენდანტის საათი აუარესებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
გადაადგილების შეზღუდვა ანგრევს ჩვენს ეკონომიკას.
თვითდასაქმებულ ადამიანებს შეგვიმცირდა ან სრულად წაგვერთვა თავის და ოჯახის რჩენის საშუალება.
კომენდანტის საათის გამო ხელოვნურად იტვირთება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მასში მყოფი ადამიანები არიან დაავადების საფრთხის ქვეშ.
გვატყუებენ, რომ “ევროპაშიც ასეა”.
პანდემიის კონტროლის ნაცვლად გვაკონტროლებენ ჩვენ.
მოდი “დაუმორჩილებლობის წვეულებაზე”, ერთად დავასრულოთ კომენდანტი!”- ნათქვამია განცხადებაში.