რუსთავში, მტკვარში 13 წლის მოზარდს ეძებენ

რუსთავში, რესტორან ,,მონოპოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში ჯებირიდან გადავარდა.

როგორც, შსს-ში აცხადებენ, საძიებო სამუშაოები მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები არიან ჩართული.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.