რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავში მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე გაჩენილ ხანძარს, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი ხანძრის ჩაქრობის შემდეგ იპოვეს.

ხანძრის გაჩენის დროს ბინაში იყო მისი დედა. ის ამ დროისთის კლინიკაშია გადაყვანილი.

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.