სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის იდეალებს უღალატა – გიგა ბოკერია

“მიხეილ სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის იდეალებს უღალატა” – ასე ეხმაურება  “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერი გიგა ბოკერია, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ “პარტიულ კოალიციას ხედავს”.

“ჩვენ გვქონდა გეგმა, რაც არსებითი ცვლილება იქნებოდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მთელ ქვეყანაში, ეს იქნებოდა საკვანძო ივანიშვილის პირველ ტურში დასამარცხებლად, ეს ყველაფერი ჩაშალა პირადად სააკაშვილმა და მისი გარემოცვიდან ყველაზე უფრო მის მიმართ ლოიალურმა ადამიანებმა, რომლებსაც იგივე სულისკვეთება აქვთ, რომ ძალაუფლება არის მთავარი. არა ის, რა მოხდება ქვეყანაში, არამედ ყველაფერზე წინ დგას ძალაუფლება. ივანიშვილის შეცვლაზე უფრო მთავარია, რომ მხოლოდ მას და მის გარემოცვას ჰქონდეს ძალაუფლება. ივანიშვილს ბაძავს ძალიან. ამ დისკუსიის დროს, ენმ-ში არიან გონიერი ადამიანები, ვისც ესმის ეს, მაგრამ ამ პარტიის ლიდერი დღეს არის არის სააკაშვილი, ამ ჩამოსხმის და შეხედულებების სააკაშვილი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, რომელმაც ვარდების რევოლუციის იდეალებს უღალატა, რომელიც წავიდა იმ გზაზე და გამოიტანა დასკვნა, რომ ივანიშვილმა რაკი მოგვიგო არჩევნები თავის დროზე ყველას ერთად, უნდა დავემსგავსოთ მას და დაემსგავსა.

ამიტომ ვამბობთ ჩვენ – ივანიშვილი არის დღევანდელობა, ძალიან მძიმე და კატასტროფული, სააკაშვილს უნდა წარსული, ჩვენ გვინდა წინსვლა, მომავალი და გარდამტეხი ცვლილებები”, – აცხადებს ბოკერია.