სად შეეთრევა და სად გამოეთრევა ვის რაში ანაღვლებს? – გიგი უგულავა იაგო ხვიჩიაზე

“სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს?” – ეს განცხადება “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში გაანცხადა.

“ეს ხალხი (მოქალაქეები და გირჩის ერთი ნაწილი) უკვე არის შიგნით, კობახიძეა და ილაპარაკონ, დავანებოთ თავი, ყველა დანარჩენ ოპოზიციას მოგიწოდებთ, ეს არის განგრენა. ჩვენ დღეს ვართ ქვეყანა, რომლის 15%-იც ამბობს, რომ პურის ფული არ აქვთ და იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს, გამაგებინეთ? რაში მანაღვლებს მე, ელისაშვილი სად შევა და სად გამოვა? ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, რას ვშვრებით? ამ კითხვას ვუსვამ მე “ნაციონალურ მოძრაობას”, “ლელოსაც”, “ლეიბორისტებსაც” და ყველა სხვა დანარჩენ პარტიას”- განაცხადა უგულავამ.