საზმაუს დირექტორის ხელფასი 4000 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარი იქნება

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო გაიზარდა.

სამეურვეო საბჭოს 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის ყოველთვიური ხელფასი 6 ათასი ლარით გაიზრდება და 10 ათასი ლარი იქნება.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებელის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მეორე ტურში გადავიდნენ ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე, თინათინ ბერძენიშვილი და ალექსანდრე ვახტანგოვი.

გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით ნიშნავს.