საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მეორე ეტაპზე 4 კანდიდატი გადავიდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი გააგრძელებს. მაუწყებლის გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე, ალექსანდრე ვახტანგოვი.

ხმები კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა:

  • თინათინ ბერძენიშვილი — 9 ხმა;
  • ირმა სოხაძე — 7 ხმა;
  • ხათუნა ლაგაზიძე — 7 ხმა;
  • ალექსანდრე ვახტანგოვი — 5 ხმა.

გია ტოგონიძე, გოჩა ტყეშელაშვილი, თამაზ ბიბილური და რევაზი შალიბაშვილი კონკურსს გამოეთიშნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მათ ხუთშაბათს, 24 სექტემბერს გაიმართება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 10 აგვისტოს ვასილ მაღლაფერიძემ პოსტი დატოვა.