საკრებულოს წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯიშკარიანი Facebook-ზე ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ჯიშკარიანი 8 სექტემბრიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.