სალომე ზურაბიშვილი ვატიკანში პაპ ფრანცისკეს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 16 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია პაპ ფრანცისკესთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.