სამეგრელოში დააკავეს 2 კაცი, რომლებმაც 8 წლის ბავშვი გააუპატიურეს

სექსუალური ძალადობა 8 წლის ბავშვზე – სამეგრელოში ორი კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, არასრულოვანი ჯერ 60 წლის კაცმა გააუპატიურა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მისმა შვილმა, 35 წლის ზ.გ.-მ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით არის დაწყებული.