საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტში სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. საქართველოს მოქალაქე  სოფელ სამთავისიდანაა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.