სარჩელს შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში – გიგაური შეზღუდვების კანონპროექტზე

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ამბობს, რომ თუ პარლამენტი დიმიტრი ხუნდაძის მიერ ინიცირებულ კანონპროეტს დაამტკიცებს, ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

“ჩვენს სასამარლო სისტემაში და საკუნსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პირების საქმიანობა მთლად გამჭირვალე არ არის და არ ვიცით, რამდენად შორს იქნებიან ისინი პოლიტიკური კონიუქტურისგან. ერთი რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ნამდვილად შევიტანთ სარჩენს საკონსტიტუციოში, თუ ამ სახით მიიღეს ეს კანონი და ამგვარი გზით შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ეს არასწორია”,-განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღეს პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეძლებს.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად და ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.