სატელიტის კადრი, სადაც ჩანს რომ ბაჩალიაშვილის, მანქანა რამდენიმე დღით ადრე არ იდგა იქ სადაც ცხედარი იპოვნეს

 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ სატელიტის კადრებში, 19 -20 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ამის შესახებ მან ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა.

ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნული კადრები მან თავად მოიპოვა რითიც დასტურდება, რომ თეთრიწყაროს ტყეში, ბაჩალიაშვილის მანქანა მიყვანილია. ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ ადვოკატი პროკურატურაში დაიბარეს.

რაც შეეხება სხვა დღეებს, მისი თქმით, 18, 21 და 22 რიცხვში ღრუბლიანი ამინდი იყო, შესაბამისად, რთულია იმის დადგენა, დგას თუ არა მანქანა. მისივე მტკიცებით, ამ კადრებით დასტურდება, რომ მანქანა იმ ადგილზე მერე არის მიყვანილი.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ბაჩალიაშვილი 23 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.