საქართველოს ელჩმა ბერძნულ მხარს უთხრა, რომ შესაძლოა მათი დოკუმენტები ყალბი იყოს – კანდელაკი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი წევრის, გიორგი კანდელაკის თქმთ, საქართველოს ელჩი საბერძნეთში, დავით დონდუა, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, რა დროსაც, კანდელაკის ინფორმაციით, ელჩმა თქვა, რომ დოკუმენტები, რომლებიც საბერძნეთის მხარემ წარმოადგინა, შესაძლოა, ყალბი ყოფილიყო. კანდელაკი ამბობს, რომ ამან ბერძნული მხარე შოკში ჩააგდო.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საბერძნეთის მხარემ საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხი დააყენა და ევროკავშირის შიდა დოკუმენტები წარმოადგინა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში საბერძნეთის მთავრობა აქტიურობდა.

“დოკუმენტებზე, რომლებიც საბერძნეთის მხარემ საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე წარმოადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ საბერძნეთი ძალიან აქტიურობდა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მოსანიჭებლად, საქართველოს ელჩმა, როგორც ჩანს, თბილისიდან ინსტრუქციით თქვა, რომ მე რა ვიცი, იქნებ ყალბი დოკუმენტებიაო. ამან შოკი გამოიწვია ჩვენი პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში და შექმნა ძალიან უხერხული სიტუაცია საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობაში”, – განაცხადა კანდელაკმა.

კანდელაკი აზრით, საქართველოს მიერ საბერძნეთისთვის საზღვრეიბს არგახსნა მავნებლობაა.

“იმ ფონზე, რომ საბერძნეთს, მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, კორონავირუსის კარგი სტატისტიკა გააჩნია, საბერძნეთი ძალიან აქტიურობდა, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საბერძნეთში იმყოფება ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ვისაც სურს საქართველოში დაბრუნება, ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს მთავრობის გაჯიუტება და გაჯიქება, რომ კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყანას არ გაუხსნას საზღვარი და მის ავიაკომანიას, ეგეოსის ავიახაზებს და ასევე ვიზეარს, რომელიც ქუთაისიდან საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში დაფრინავდა, არ მისცეს რეგულარული ფრენების განხორციელების საშუალება, არის სიბრიყვე და მავნებლობა”, – თქვა ბრიფინგზე კანდელაკმა.

ცნობისთვის, საბერძნეთის ელჩმა თქვა, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანაზე საბერძნეთმა ბევრი იბრძოლა, თუმცა მთავრობამ მაინც საზღვრების არგახსნის გადაწყვეტილება მიიღო.  დიმიტრის კარაბალისის განცხადებით, ახსნას ვერ პოულობს, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვრები.

მას დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ უპასუხა და თქვა, რომ “გაუმართლებელია მსგავსი სახის ბრალდებები, მით უფრო, დიპლომატისგან”. თურნავას აზრით, საბერძნეთის ელჩი ბერძნულმა ავიაკომპანიებმა შეცდომაში შეიყვანეს.