საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” დღეს სომხეთს შეხვდება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები C დივიზიონის მორიგ შეხვედრაში დღეს სომხეთს დაუპირისპირდება.

დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს გუნდს, დისკვალიფიკაციის გამო, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია არ ეყოლება.

საქართველო – სომხეთის შეხვედრა მაყურებლის გარეშე დინამოზე 21:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს დინამო არენაზე საქართველოსა და მაკედონიას შორის ისტორიული მატჩი საქართველოს წაგებით დასრულდა. ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა.