საქართველოს ტერიტორიას რუსეთიდან Covid-ინფექციით გარდაცვლილთა გადასვენებისთვის იყენებენ

ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი” ავ­რცე­ლებს ინფორმაციას, რომ რუსეთიდან ლარსის გავლით საქართველოს ტერიტორიას Covid  ინფექციით გარადაცვლილთა გადასვენებისთვის იყენებენ.

მსოფლიო პანდემიის გამო საქართველოს დამკრძალავი ბიუროები რამდენიმე თვეა უკვე, რაც სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდინფექციით გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადამზიდ ტრანზიტულ კომპანიებად იქცნენ. რუსეთის ტერიტორიაზე გარდაცვლილი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების საკუთარ ქვეყანაში გადასვენებას საქართველოში არსებული დამკრძალავი ბიუროების დახმარებით ხდება.

“იყო რამდენიმე სპეცრეისი მაგრამ ისეთი სიხშირით არა. 48 საათი უნდება რუსეთიდან ლარსამდე ცხედრის მოყვნას ჩვენ გვჭირდება 4-5 საათი ლარსიდან სადახლომდე რომ ჩავიყვანოთ.  საავიაციაო მიმოსვლა დაკეტილია და აქედან გამომდინარე სახმელეთო გზა აზერბაიჯანს და სომხეთს აქვს ჩვენი გავლით, ხდება საზღვარზე ყაზბეგში შეხვედრა, კატაფალკაში გადმოსვენება და შესაბამისად, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის, იმ ქვეყნის საზღვრამდე მიყვანა. იქ გვხდება ჭირისუფალი, ან ჩვენნაირი დამკრძალავი ბიურო, რომელიც უზრონველყოფს ცხედრის ბინაზე მიყვანას. ძირითადად ხდება სომხეთის მოქალაქეების გადმოსვენება, თუმცა იყო შემთხვევა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებიც გადავასვენეთ” – აცხადებს ერთ-ერთი კერძო დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი.