საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე აისახა.

60 წლის პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი სხვა 3 პაცინეტთან ერთად. ოთხივეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, მათგან ერთი კი გარდაიცვალა 20 სექტემბერს.

ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-20 შემთხვევაა.