საქართველოში კორონავირუსით 21-ე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი, 21-ე პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი ქუთაისში კლინიკა “ბომონდში” დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი ბათუმიდან იყო. ასაკოვან ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.

დამატებითი დეტალები ცოტახანში გახდება ცნობილი.