საქართველოში კორონავირუსით დღეს მესამე პაციენტი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი, 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირებული პაციენტი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

22 სექტემბერს ეს კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.

დღეს საქართველოში ვირუსის 218 შემთხვევა გამოვლინდა, 40 კი გამოჯანმრთელდა.