საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, რამდენიმე წუთის წინ განაცხადა რომ საქართველოში Covid 19 დაინფიცირებული კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„ინფექციური საავადმყოფოში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. სულ გამოჯანმრთელებული იყო 28 პაციენტი, ამ ეტაპზე 31 გახდა. აქედან 25 პაციენტი ჩვენია, რომელიც გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 157 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 31 გამოჯანმრთელდა ხოლო ერთი დღეს დილით გარდაიცვალა.