საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა

COVID-19-ით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.პაციენტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არაა.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევა – 5,552-ია.