საქართველოში კორონავირუსით დღეს მესამე, 35-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით დღეს მესამე, 35-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 2 324 გამოჯანმრთელდა, ხოლო 35 გარდაიცვალა.