საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა. იგი თავდაპირველად მკურნალობას კოვიდ-სასტუმროში გადიოდა. მას შემდეგ კი, რაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, კერძო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი აცხადებს, გოგონას თანმდევი დაავადება დიაბეტი ჰქონდა.