საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 987 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.