“საქართველოში კორონავირუსით სიკვდილობის მაჩვენებელი არის 0.6%, რაც გრიპის მაჩვენებელს უახლოვდება“–თენგიზ ცერცვაძე

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში ,-ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი  თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.6პროცენტია , რაც უახლოვდება გრიპის დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც ბოლო დღეებში საქართველოში გარდაცვალების გაზრდილ შემთხვევებს ეხებოდა. ცერცვაძის თქმით, ბოლო დღეებში გარდაცვალების ზრდა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

„მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების მკვეთრი მატებისა საქართველო დღემდე ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის, ჰყავს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ავადმყოფი. გვყავს 58 გარდაცვლილი, რაც ჩვენთვის ჟღერს როგორც ბევრი, რადგან ნაკლებს ვიყავით მიჩვეული. მობილობამ და შიდა შეზღუდვების მოხსნამ გამოიწვია შემთხვევების მატება. ბუნებრივია შემთხვევების მკვეთრ მატებას, სიკვდილობის რაღაც დონით მატება მოჰყვებოდა. 4 გარდაცვლილი დღეში ოჯახისთვის ტრაგედიაა ცხადია, მაგრამ არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში 572 ახალ ავადმყოფზე სულ ცოტა 30-40 გარდაცვლილი ეყოლებოდათ, ჩვენ გვყავს 4“ – თქვა ცერცვაძემ.