საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 15:01 საათზე, დაბა გულრიფშიდან 10 კმ–ში, სოფელ ათარასთან მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.4 მაგნიტუდა შეადგინა, სიღრმე 30 კილომეტრი იყო.